Saturday, April 2, 2016

მეცხრე დღე

ჩემი პროექტის პორტფოლიო- "იზარდე, მწვანე ჯეჯილო!"
ამ დღეს საბოლოოდ შევცვალე და რედაქტირება გავუკეთე გეგმას. გავაკეთე პროექტის პრეზენტაცია. შემდეგ ჩემი პროექტი ავტვირთე ბლოგზე.
ამ ცხრა დღემ მასწავლა ჩემი პორტფოლიოს შექმნა, რომელშიც შესაძლებელია ცვლილებების შეტანა. ასევე ამ კურსმა მასწავლა შეფასების სხვადასხვა მეთოდებისა და ინსტრუმენტების გამოყენება. ვისწავლე, როგორ დავეხმარო ბავშვებს და ავუმაღლო მოტივაცია. ეს მოდელი დამეხმარება მომავალი პროექტების დაგეგმასა და განხორციელებაში.

 
  
 





Sunday, March 27, 2016

მერვე დღე

მეშვიდე და მერვე მოდული დამეხმარა დავფიქრებულიყავი მასწავლებელზე, როგორც ფასილიტატორზე, დიფერენცირებულ სწავლებაზე და მოსწავლის მხარდამჭერზე შემდეგი თვალსაზრისით: მასწავლებელი დიფერენცირებულ მიდგომას იყენებს პროექტული სწავლების დროს, რათა ყველა მოსწავლე ჩართოს აქტივობებში მათი შესაძლებლობების გათვალისწინებით. მასწავლებელი ქმნის მოსწავლის მხარდასაჭერ სავარჯიშოს ელექტრონულ ფორმატში, რათა მოსწავლემ დამოუკიდებლად შეძლოს თავისი უნარ-ჩვევების და ფაქტობრივი ცოდნის გამოყენება. ფასილიტაცია იმისათვის არის საჭირო, რომ გეზი მივცეთ მოსწავლეებს და გავუადვილოთ თავისი საბაზისო ცოდნის გამოყენება. გავუკეთოთ სკაფოლდინგი მათი სწავლის გასაადვილებლად.

Saturday, March 26, 2016

მეშვიდე დღე

მიმდინარე მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები რამდენიმე თვალსაზრისით: გავეცანი და შევქმენი  მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის  ჩეკლისტი, რომელიც მოსწავლეს შესაძლებლობას მისცემს დაგეგმილი სამუშაო სტრუქტუირებულად შეასრულოს. გავეცანით და შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასების რუბრიკა, რომელიც მოსწავლეს დაეხმარება ჯგუფის მიერ შესრულებული სამუშაოს პროცესის შეფასებაში. ასევე შესწორება შევიტანეთ შეფასების დროის ჩარჩოში, აღვწერეთ შეფასების მეთოდები. პორტფოლიოს  შეფასების რუბრიკით კოლეგებს შევუფასეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი და მივეცით განმავითარებელი კომენტარი.

Sunday, March 20, 2016

მეექვსე დღე

მოსწავლეების საჭიროებების, ინტერესების, უნარ-ჩვევების და შესაძლებლობების გათვალისწინებით შევქმენი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი. ამით მოვახდინე მოსწავლის ცოდნის გამთლიანება, საკვანძო საკითხების განხილვა. ასევე, მოსწავლის ნაშრომისთვის შევქმენი მისი შეფასების ინსტრუმენტი-ჩეკლისტი.



მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი-რუბრიკა

Saturday, March 19, 2016

მეხუთე დღე

ეს მოდული დამეხმარა, დავფიქრებულიყავი, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ინტერნეტს სწავლის პროცესზე, კერძოდ: საკუთარ ბლოგზე დავდე ტრენერის ბლოგი, რათა გავცნობოდი, ჩემი კოლეგების ბლოგებს და დამეთვალიერებინა მათი პროექტების პრეზენტაციები. დავუწერე განმავითარებელი შეფასება მკაფიოდ გაწერილი რუბრიკის მიხედვით. განმავითარებელი შეფასება პროექტის საკვანძო კითხვებს, მიზნებსა და ამოცანებს შეეხებოდა. ვისწავლეთ, როგორ დავიცვათ საავტორო უფლებები ინტერნეტში მოძიებული მასალებისა. განვიხილეთ ინტერნეტში საძიებო სისტემა, რომელშიც შეგვიძლია კონკრეტული ინფორმაციის მოძიება, თუკი საძიებო სისტემის დიაპაზონს შევამცირებთ ან ბრჭყალებში ჩავსვამთ. ვისწავლეთ ბუკმარკის გამოყენება სასურველი საპროექტო საკითხების შესანახად.

Sunday, March 13, 2016

მეოთხე დღე.

მეოთხე დღე.
ეს მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა განმავითარებელი შეფასების ფორმების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით: გავეცანით შეფასების მეთოდებსა და ინსტრუმენტებს. შევქმენით პროექტის გეგმის დროში გაწერილი შეფასების გეგმა, რომელიც მორგებულია ჩემი პროექტის აქტივობებზე. შევქმენით მოსწავლის საჭიროებებზე მორგებული შეფასების ინსტრუმენტი. ჩვენი პროექტის აუდიტოიისათვის გასაცნობად გავაკეთეთ პრეზენტაცია პოვერპოინტში.

Saturday, March 12, 2016

მესამე დღე

მესამე დღე
ეს მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა სტანდარტების, მიმართულებების მიმცემი საკვანძო კითხვების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით: საგნობრივი სტანდარტები და აქტივობები გავწერე ეროვნულ სასწავლო გეგმის მიხედვით. სტანდარტები დამეხმარება ამოცანებისა და მიზნების განსაზღვრაში. საპროექტო აქტივობების მიზნებზე მორგებაში. ზოგადი და შინაარსობრივი შეკითხვების დასმა დამეხმარება პროექტის წარმართვასა და გნხორციელებაში, მოსწავლეების გამოწვევაში. თემატური შეკითხვები მოსწავლეებს საკვანძო საკითხზე ამახვილებინებს ყურადღებას.